ელაინერებით მკურნალობა

ელაინერი გახლავთ ბრეკეტ სისტემის საუკეთესო ალტერნატივა. არ მოქმედებს პაციენტის დიქციაზე და პრაქტიკულად შეუმჩვენეველია. ელაინერი ხანმოკლე დროში უბრუნებს კბილებს სწორ ფორმას. რაც მთავარია, კაპები სრულიად უმტკივნეულოა და არანაირი ტრავმის მომტანი პაციენტისთვის. მკურნალობის დაწყებადე ზუსტად იცის პაციენტმა რა პერიოდში უნდა ელოდოს შედეგს.

რატომ ელაინერები?

  • შეუმჩნეველია ახლო მანძილიდანაც კი

  • არ არის კბილზე დაფიქსირებული

  • პაციენტმა წინასწარ იცის შედეგისა და მკურნალობის ვადების შესახებ

  • არ ფერხდება ჰიგიენის დაცვა

  • არ ხდება საკვების შეზღუდვა

  • იცავს და არ აზიანებს კბილის ემალს

  • კაპები მზადდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან

რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ელაინერები?

ტარების პერიოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, დამოკიდებულია ინდივიდუალური თანკბილვის პათოლოგიაზე. საშუალოდ, ელაინერებს ატარებენ რამდენიმე თვიდან წელიწად-ნახევრამდე.

როგორ მოვუაროთ ელაინერებს?

მოვლა საკმაოდ მარტივია. პირის ღრუში მოთავსებამდე და მოცილების შემდეგ, გარეცხეთ წყლით. გასაწმენდად გამოიყენეთ კბილის რბილი ჯაგრისი და ცოტაოდენი კბილის პასტა.

თუ კი ელაინერები დაზიანდა, რა უნდა მოვიმოქმედოთ?

დაზიანებული ელაინერებით მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია. აიცილებელი წესით უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია და მათი ჩანაცვლება ახალი კაპებით.

შესაძლებელია თუ არა ელაინერების გამოყენება იმპლანტებისა და გვირგვინების შემთხვევაში?

შესაძლებელია, რადგან დაგეგმარებისას წინასწარ ვითვალისწინებთ მსგავს დეტალებს, რომელიც იკვეთება მკურნალობისას.