კუზანოვ დენტი
ჩვენი კლინიკა 2008 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. მთავარი იდეა და მიზანი, ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გახლდათ. დაარსების დღიდან პაციენტებს ვთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კაბინეტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად. ჩვენი მთავარი მიზან, პაციენტებისთვის ინოვაციური და თანამედროვე მომსახურების შეთავაზებაა. ამის განსახორციელებლად ყოველწლიურად ვეცნობით მსოფლიოში დანერგილ ახალ სტანდარტებს. ექიმები გადიან გადასამზადებელ კურსებს და მიღებულ ცოდნას ვიყენებთ პრაქტიკაში, პაციენტების ჯანმრთელობის და ესტეთიკის უზრუნველსაყოფად. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კუზანოვ დენტს იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც. გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ ჩვენ პაციენტს კუზანოვ დენტის არჩევისთვის.
ყოველთვის მზად ვართ გემსახუროთ.
დირექტორი: სოფიო ყაზახაშვილი
მოგემსახურებათ ექსპერტთა გუნდი
სამედიცინო დაწესებულების წარმატების მნიშვნელოვანი რგოლი,
მედპერსონალის გარდა, ის ბირთვია, ვინც სწორ სამედიცინო
მენეჯმენტს და ადმინისტრირებას განაპირობებს. კლინიკის
მენეჯმენტი უზრუნველყოფს ჯანსაღი გუნდის ფორმირებას,
შედეგზე ორიენტირებულ სერვისს და პაციენტის კმაყოფილებას.